RSS

Tuesday 21 April 2015

როცა 45 წთ არ არის საკმარისი

                    იშვიათია ისეთ მოსწავლეთა ნაკადს ასწავლიდე, სადაც 70% წარჩინებული ხოლო დანარჩენი წარმატებულია. ასეთია მეორე კლასი ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლაში.
ბედნიერია ყველა მასწავლებელი ვისაც მათთან შეხება აქვს, განსაკუთრებით კი დამრიგებელი(რომელსაც ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვის მათ ჩამოყალიბებაში).
                    თუმცა ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ისინი ვერ/არ აკეთებდნენ მაქსიმუმს ინგლისურ ენაში. კონკრეტულად კი-ზოგიერთ მათგანს უჭირდა კითხვა.მე- მასწავლებელს, გამიჩნდა თავსატეხი, ვერ გამეგო 45 წთ-ში რამდენი მომესწრო:წერა, კითხვა, მოსმენა, ლექსიკონზე მუშაობა...
                     მშობლებთან კომუნიკაციამ ვერ გამოიღო სასურველი შედეგი-უშუალოდ ბავშვთან ურთიერთობა იყო საჭირო.
                    ბოლოს  მივაგენი გამოსავალს-მთავარ პრიორიტეტად დავისახე კითხვითი უნარის მეტად განვითარება/დახვეწა და დავიწყე დამატებითი გაკვეთილების ჩატარება.

I გაკვეთილი:10/03/2015
თემა: The garden

II გაკვეთილი:20/03/2015
თემა: Where is king Tub?

III გაკვეთილი:24/03/2015
თემა: Dialogue

IV გაკვეთილი:31/03/2015
თემა: This is my family

დღევანდელი მონაცემებით მიზანი მიღწეულია, მაგრამ მის შეასანარჩუნებლად ან უკეთეს შემთხვევაში გასაუმჯობესებლად მშობლების მხარდაჭერაა საჭირო. ისინი ხომ ამ ჯაჭვში ერთიანდებიან: მასწავლებელი----მშობელი----მოსწავლე.



0 comments:

Post a Comment