RSS

Wednesday 13 May 2015

ზღაპრის კვირეული

               ზღაპრების კვირეული რომელიც უნდა დაიგეგმოს და მოეწყოს ერთი კვირის განმავლობაში,მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსაწავლეების მეტად დაინტერესებას.
               მეოთხე კლასელებისათის ავირჩიე ზრაპარი, რომელიც მათ პროგრამულად გავლილი და დამუშავებული ჰქონდათ: ,,Jack and the beanstalk''.


               19/05-ში დავიწყეთ მუშაობა მატერიალური რესურსების (ლობიოს ხე, ოქროს კვერცხი...) დამზადებაზე.
               ესეც ჩვენი სამუშაო პროცესი:
         
       







პირველი მცდელობის კვალობაზე ექსპერიმენტალურმა გაკვეთილმა კარგად ჩაიარა. გვესწრებოდა დირექტორიას მოადგილე ქ-ნი დალი ჭანტურია , რომლისგანაც დადებითი შეფასებები მივიღეთ. მას ინსცენირებაზე უფრო მოეწონა ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. შეგახსენებთ, პროექტორის დახმარებით მოვაწყვეთ იგივე ზღაპრის ჩვენება და გაკვეთილის ბოლოს გავმართეთ დისკუსია თემაზე: განსხვავებები და მსგავსებები დადგმულ სპექტაკლსა და ნანახ ზღაპარს შორის.

კონკრეტულად იმ დღის ამსახველი ფოტოსურათები სამწუხაროდ ამოიშალა ვირუსის გამო, მაგრამ მთავარია, რომ ბავშვებმა თავიანთი  ცოდნის კედელს კიდევ ერთი აგური შემატეს და თან სასიამოვნოდ გაატარეს რამდენიმე ათეული წუთი.

რა მომცა ამ გაკვეთილმა?
ამ გაკვეთილმა მომცა გამოცდილება თუნდაც მატერიალური რესურსების შექმნის და მოძიების, ასევე მათი ორგანიზების მხრივ. კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმილი პროცესი იმისთვის, რომ მოიგო თითოეული ძვირფასი წუთი და გამოიყენო იგი სასარგებლოდ. ასევე მოსწავლეებთან ახლო კომუნიკაციის საშუალებით აღმოვაჩინე მათი ბევრი ახალი  თვისება: კრეატიულობა, ნოვატორობა, ურთიერთთანადგომა და ა.შ. დარწმუნებული ვარ ამ თვისებებს მომავალში სათანადოდ გამოვიყენებთ და დავხვეწთ კიდევ უფრო მეტად.


0 comments:

Post a Comment