RSS

Tuesday 8 September 2015

https://drive.google.com/drive/my-drive

Sunday 17 May 2015

project 3 - The most...

              მეოთხე კლასის მოსწავლეებს დაევალათ ინტერნეტში მოეძიებინათ პასუხები ,,The most..''-თვის. სათაური შევარქვით კითხვარების თემიდან გამომდინარე. ყველა კითხვა გვეკითხებოდა ,,ყველაზე, ყველაზე...'' რაღაცას.
              მიზანი გახლდათ მოსწავლეების მიერ ისტ-ის გამოყენება და ინფორმაციის მოძიება სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
              საუკეთესო ვარიანტები ავკინძეთ ერთ მოკრძალებულ სტენდად, რომელსაც გთავაზობთ:
         

Wednesday 13 May 2015

ზღაპრის კვირეული

               ზღაპრების კვირეული რომელიც უნდა დაიგეგმოს და მოეწყოს ერთი კვირის განმავლობაში,მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსაწავლეების მეტად დაინტერესებას.
               მეოთხე კლასელებისათის ავირჩიე ზრაპარი, რომელიც მათ პროგრამულად გავლილი და დამუშავებული ჰქონდათ: ,,Jack and the beanstalk''.


               19/05-ში დავიწყეთ მუშაობა მატერიალური რესურსების (ლობიოს ხე, ოქროს კვერცხი...) დამზადებაზე.
               ესეც ჩვენი სამუშაო პროცესი:
         
       







პირველი მცდელობის კვალობაზე ექსპერიმენტალურმა გაკვეთილმა კარგად ჩაიარა. გვესწრებოდა დირექტორიას მოადგილე ქ-ნი დალი ჭანტურია , რომლისგანაც დადებითი შეფასებები მივიღეთ. მას ინსცენირებაზე უფრო მოეწონა ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. შეგახსენებთ, პროექტორის დახმარებით მოვაწყვეთ იგივე ზღაპრის ჩვენება და გაკვეთილის ბოლოს გავმართეთ დისკუსია თემაზე: განსხვავებები და მსგავსებები დადგმულ სპექტაკლსა და ნანახ ზღაპარს შორის.

კონკრეტულად იმ დღის ამსახველი ფოტოსურათები სამწუხაროდ ამოიშალა ვირუსის გამო, მაგრამ მთავარია, რომ ბავშვებმა თავიანთი  ცოდნის კედელს კიდევ ერთი აგური შემატეს და თან სასიამოვნოდ გაატარეს რამდენიმე ათეული წუთი.

რა მომცა ამ გაკვეთილმა?
ამ გაკვეთილმა მომცა გამოცდილება თუნდაც მატერიალური რესურსების შექმნის და მოძიების, ასევე მათი ორგანიზების მხრივ. კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმილი პროცესი იმისთვის, რომ მოიგო თითოეული ძვირფასი წუთი და გამოიყენო იგი სასარგებლოდ. ასევე მოსწავლეებთან ახლო კომუნიკაციის საშუალებით აღმოვაჩინე მათი ბევრი ახალი  თვისება: კრეატიულობა, ნოვატორობა, ურთიერთთანადგომა და ა.შ. დარწმუნებული ვარ ამ თვისებებს მომავალში სათანადოდ გამოვიყენებთ და დავხვეწთ კიდევ უფრო მეტად.


Sunday 3 May 2015

project 3-the months of the year



  
  მესამე კლასელებმა მასწავლებლის დახმარებით ქაღალდზე განათავსეს თითოეული თვის მოკლე დახასიათება. პროექტის სახელწოდება იყო  the months of the year.

Tuesday 21 April 2015

როცა 45 წთ არ არის საკმარისი

                    იშვიათია ისეთ მოსწავლეთა ნაკადს ასწავლიდე, სადაც 70% წარჩინებული ხოლო დანარჩენი წარმატებულია. ასეთია მეორე კლასი ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლაში.
ბედნიერია ყველა მასწავლებელი ვისაც მათთან შეხება აქვს, განსაკუთრებით კი დამრიგებელი(რომელსაც ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვის მათ ჩამოყალიბებაში).
                    თუმცა ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ისინი ვერ/არ აკეთებდნენ მაქსიმუმს ინგლისურ ენაში. კონკრეტულად კი-ზოგიერთ მათგანს უჭირდა კითხვა.მე- მასწავლებელს, გამიჩნდა თავსატეხი, ვერ გამეგო 45 წთ-ში რამდენი მომესწრო:წერა, კითხვა, მოსმენა, ლექსიკონზე მუშაობა...
                     მშობლებთან კომუნიკაციამ ვერ გამოიღო სასურველი შედეგი-უშუალოდ ბავშვთან ურთიერთობა იყო საჭირო.
                    ბოლოს  მივაგენი გამოსავალს-მთავარ პრიორიტეტად დავისახე კითხვითი უნარის მეტად განვითარება/დახვეწა და დავიწყე დამატებითი გაკვეთილების ჩატარება.

I გაკვეთილი:10/03/2015
თემა: The garden

II გაკვეთილი:20/03/2015
თემა: Where is king Tub?

III გაკვეთილი:24/03/2015
თემა: Dialogue

IV გაკვეთილი:31/03/2015
თემა: This is my family

დღევანდელი მონაცემებით მიზანი მიღწეულია, მაგრამ მის შეასანარჩუნებლად ან უკეთეს შემთხვევაში გასაუმჯობესებლად მშობლების მხარდაჭერაა საჭირო. ისინი ხომ ამ ჯაჭვში ერთიანდებიან: მასწავლებელი----მშობელი----მოსწავლე.



Wednesday 1 April 2015

კინგსის გაზაფხულის ოლიმპიადა ინგლისურ ენაში-2015 წელი

               ,,kings''-ის ინგლისურ ენის ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად დავარეგისტრირე 15 მოსწავლე.
                 1. ასათიანი ანა-II კლასი
                 2. გერგაია მათე-II კლასი
                 3. თუთბერიძე თედო-III კლასი
                 4. პაპავა თამარ-III კლასი
                 5. გოდორაძე საბა-IV კლასი
                 6. ლიპარტია ლიზი-IV კლასი
                 7. გოდორაძე ანი-IX კლასი
                 8. ცხადაია თამთა-IX კლასი
                 9. დევდარიანი ნინო-IX კლასი
                10.ქარცხია მაიკო-IX კლასი
                11.ვირსალაძე გიორგი-X კლასი
                12.გალდავა თამთა-X კლასი
                13.ვეკუა ანნა-XI კლასი
                14. იოსავა მონიკა-XII კლასი
                15.ბიგვავა მეგი-XII კლასი

                პირველ ტურში რომელიც ჩატარდა 7-8 მარტს მონაწილეობა ყველა მათგანმა მიიღო. ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:(გამსვლელი იყო 30 ქულა)
                 1. ასათიანი ანა-100 ქულა
                 2. გერგაია მათე-91 ქულა
                 3. თუთბერიძე თედო-100 ქულა
                 4. პაპავა თამარ-93 ქულა
                 5. გოდორაძე საბა-24 ქულა
                 6. ლიპარტია ლიზი-47 ქულა
                 7. გოდორაძე ანი-58 ქულა
                 8. ცხადაია თამთა-74 ქულა
                 9. დევდარიანი ნინო-71 ქულა
                10.ქარცხია მაიკო-21 ქულა
                11.ვირსალაძე გიორგი-50 ქულა
                12.გალდავა თამთა-35 ქულა
                13.ვეკუა ანნა-59 ქულა
                14. იოსავა მონიკა-50 ქულა
                15.ბიგვავა მეგი-45 ქულა
   
               მეორე ტურში  გადასული 13 მოსწავლიდან მონაწილეობა მხოლოდ ხუთმა მიიღო  და ასეთი შედეგები უჩვენეს: (გამსვლელი იყო-50 ქულა)
                 1. ასათიანი ანა-75 ქულა
                 2. გერგაია მათე-88 ქულა
                 3. თუთბერიძე თედო-92 ქულა
                 4. პაპავა თამარ-93 ქულა
                 5. გოდორაძე ანი-32 ქულა
             მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით:
                   
               









ვულოცავ მათ ამ წარმატებებს და ფინალში გადასულებს ვუსურვებ, რომ უფალმა მისცეს ძალა  გამოავლინონ თავიანთი  შესაძლებლობების მაქსიმუმი.



ველოდებით ფინალს, რომელიც გაიმართება 5 აპრილს.

ფინალის შედეგები:
1. თუთბერიძე თედო-51 ქულა
2.ასათიანი ანა-27 ქულა            
3. გერგაია მათე-24 ქულა          
4.პაპავა თამარი-47 ქულა         
იმედია სერტიფიკატები მალე ჩამოვა...  

აი, სერტიფიკატებიც ჩამოვიდა... ერთ-ერთი მათგანი კი რომელიც თედო თუთბერიძეს  ეკუთვნოდა იყო განსაკუთრებული. მან ქალაქის საუკეთესო მოსწავლის დიპლომი დაიმსახურა. გილოცავ, ჩემო ჭკვიანო ბიჭუნავ. ეს ერთი და კიდევ მრავალი...     


Wednesday 11 March 2015