RSS

ჩემ შესახებ


 გამარჯობა

მე ლია კაპანაძე ვარ, ინგლისური ენის მასწავლებელი. ვასწავლი ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნოჯიხევის  #2 საჯარო სკოლაში.

ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და ზოგადად ბავშვებთან ურთიერთობა. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ კოლეგებთან ურთიერთობას, მათი კეთილგანწყობლური ურთიერთობა დადებითად აისახება როგორც ჩემს საქმიანობაზე, ასევე პიროვნულ ხასიათზე.

მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, ვცდილობ დროს არ ჩამოვრჩე და თანამედროვე მიდგომები დავნერგო ყოველდღიურ პრაქტიკაში.

ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და ჩემს პატარებთან დროის სასიამოვნოდ გატარება, მაგრამ წიგნის წაუკითხავად ვერცერთი დღე  ვერ წარმომიდგენია.ჩემი საყვარელი წიგნია სკოტ ფიცჯერალდის ,,დიდი გეცბი''.

ვფიქრობ, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ფიქრობდეს პროფესიულ განვითარებაზე და ცოდნას სხვა კოლეგებსაც უზიარებდეს.

0 comments:

Post a Comment