RSS

პროფესიული განვითარება


სსიპ ხობის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნოჯიხევის  #2 საჯარო სკოლის

ინგლისური  ენის  მასწავლებლის  ლია კაპანაძის

ინდივიდუალური სამუშაო გეგმა
2013-2015 წწ.
#
აქტივობის სახე/თემატიკა
განმახორციელებელი ორგანიზაცია
განხორციელების
ადგილი, დრო
შენიშვნა
სამინისტროსა და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგი
1
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ხობის #2  საჯარო სკოლა.  2013 წლის მაისი

2
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ხობის #2  საჯარო სკოლა. 2013წლის ივნისი

3
გრძელვადიანი ტრენინგ-კურსი პროფესიულ უნარებში. 4 მოდული (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიები), (კლასის მართვა), (კომუნიკაციის პროცესი და მოსწავლეთა მოტივაცია), ( საწავლო პროცესის შეფასება)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ხობის #1  საჯარო  სკოლა 2013 წლის 6-18 ივნისი

4
გრძელვადიანი ტრენინგ-კურსი ინგლისურ ენაში. 3 მოდული (Speaking), (Listening), (Methodology)
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
სენაკის #2 საჯარო სკოლა. 2013 წლის ივლისი

5
ინტელის ძირითადი კურსი ,,პროექტებით სწავლება’’
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ხობის #2 საჯარო სკოლა. 2015 წლის აპრილი-მაისი

საერთაშორისო ორგანიზაციების  მიერ აღიარებული ტრენინგ-პროგრამები
6
Teacher Summer Training
Macmillan
ზუგდიდის #1 საჯარო სკოლა. 2014 წლის 18 აგვისტო

7
ტრენინგი ინგლისურ ენაში. 2 მოდული (Module 8: your school needs you) (Module 9:If)
British Council
სენაკის #2 საჯარო სკოლა. 2014 წლის 25-26 ოქტომბერი

საერთაშორისო   და  საგანმანათლებლო კონფერენციები, სემინარები (მონაწილე)
8
სემინარი-Observation
სასკოლო ოთახზე დაკვირვება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
თბილისის მასწავლებელთა სახლი. 2015 წლის 2 მარტი

9
 კონფერენცია-Grammar and Using stories in the secondary classroom-David Spencer
Content projects in the language classroom-Keith Kelly
English book in Georgia
ზუგდიდის #1 საჯარო სკოლა. 2015 წლის 13 ივლისი

საგნობრივ   კათედრაზე  თანამშრომლობა
10
ვირტუალური საკლასო ოთახი "Edmodo"
ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა
ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა. 2013 წლის ნოემბერი

11
ინტეგრირებული გაკვეთილის დეგეგმვა
ხობის რესურსცენტრი
ხობის #2 საჯარო სკოლა. 2015 წლის ივნისი

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
12
პედაგოგის  პორტფოლიოს  შექმნა
liakapanadze@blogspot.com
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა. 2014-2015 წლები

13
სასწავლო პრეზენტაციის შექმნა და დემონსტრირება გაკვეთილზე
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა. 2014 წლის ივნისი



ტრენინგების ანგარიში

                                       ინტელის  ტრენინგის  ანგარიში

ტრენინგის დასახელება: ,,ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება’’

ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ტრენერი: დათო მალანია

ტრენინგის ჩატარების ადგილი და დრო: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლა.  2015 წლის აპრილი-მაისი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 9 დღე-4 სთ, სულ 36სთ.

ტრენინგის მონაწილე მასწავლებელი: ლია კაპანაძე

ტრენინგის მიზანი:
● ტრენინგის ორგანიზაციული საკითხების განხილვა
● ,,პროექტებით სწავლება’’ ტრენინგების წარდგენა
● ტრენინგის პროდუქტების მიმოხილვა
● სერტიფიცირების პირობები
● ტრენინგის აუცილებლობის გააზრება

ტრენინგის ძირითადი საკითხები: პროექტის დაგეგმვა, ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, სასწავლო ნიმუშების შედგენა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.

რა ვისწავლე ამ ტრენინგზე?  გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის თანამედროვე ვარიანტს, ვისწავლე სააზროვნო უნარების სწორად შერჩევა პროექტისათვის, Word-ის დოკუმენტის გაგზავნა ელ-ფოსტით, კარგი პრეზენტაციის აწყობა, Google Drive-ში პრეზენტაციის ატვირთვა, ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება, ბლოგზე პორტფოლიოს ატვირთვა და ა.შ.

რას გამოვიყენებ პრაქტიკაში?  ,,საწავლო პროექტის გეგმის შაბლონს’’,  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ცხრილს-,,მოსწავლეთა წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა’’, პრეზენტაციის აწყობისთვის საინტერესო დეტალების ცოდნას და ა. შ.


პირველი დღე- მოდული 1: პროექტებით სწავლება.
 თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
მეორე დღე- მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა.
 თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
მესამე დღე- მოდული 3: კავშირები.
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
მეოთხე დღე- მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
 თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
მეხუთე დღე- მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
 თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
მეექვსე დღე- მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების   გამოყენებით
 თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
მეშვიდე დღე-  მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 თემა: შესწავლილის გაზიარება
მერვე დღე-პრეზენტაციის წარდგენა


                                                             კომენტარი
ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგ-კურსი იყო, გავიგე უამრავი სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად გამომადგება ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ ტრენინგზე შექმნილმა პრეზენტაციამ მომაწოდა იდეები სამოდელო გაკვეთილისთვის, რომელსაც ვგეგმავ ახლო მომავალში.

გარდა ამისა გადავლახე აუდიტორიასთან ურთიერთობის კომპლექსი პრეზენტაციის საჯაროდ წარდგენისას. ეს კი ლოიალური მსმენელების და თავისუფალი ტრენერის დამსახურება იყო.
                                

          ,,ინფორაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო                                                                  პროცესში’ - ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის დასახელება: ,,ინფორაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში’’

ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ტრენერი: ინგა კაჭარავა

ტრენინგის ჩატარების ადგილი და დრო: სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლა.  2013 წლის აპრილი-მაისი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 13 დღე-3 სთ, სულ 39სთ.

ტრენინგის მონაწილე მასწავლებელი: ლია კაპანაძე

ტრენინგის მიზანი:
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ისტ-ის ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად .

ტრენინგის ძირითადი საკითხები:
● სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
● გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
● სასწვლო პროექტების ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
● თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით

რა ვისწავლე ამ ტრენინგზე?  რა არის სწავლა-სწავლების პროცესი და რა ძირითადი ერთეულებისგან შედგება იგი? სწავლების სამფაზიანი მოდელის ძირითადი ამოცანები საფეხურების მიხედვით; გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი; სასწავლო პრეზენტაციის მომზადება PowerPoint-ში; ინფორმაციის დიზაინის შექმნა; შეფასების რუბრიკების შექმნა ისტ-ის გამოყენებით; მოსწავლეთა შეფასების სისტემა; სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები; სასწავლო მასალის გამოქვეყნება ლემილში; პრეზენტაციის გამოქვეყნება ლემილზე; დოკუმენტის გამოქვეყნება-გაზიარება.

რას გამოვიყენებ პრაქტიკაში?  სწავლების სამფაზიანი მოდელს; სასწავლო პრეზენტაციის
მომზადებას  PowerPoint-ში; ინფორმაციის დიზაინის შექმნას; შეფასების რუბრიკების შექმნას ისტ-ის გამოყენებით; დოკუმენტის გამოქვეყნება-გაზიარებას და ა.შ. რაც ვისწავლე ყველაფერს.

პირველი დღე- კურსის შესავალი
მეორე დღე- გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი პროცესი
მესამე დღე- ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა
მეოთხე დღე- სასწავლო პრეზენტაციის მომზადება-ინფორმაციის დიზაინი
მეხუთე დღე- პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები
მეექვსე დღე-  ვირტუალური ლაბორატორიები, ელექტრონული თამაშები, აუდიო და ვიდეო ფაილები
მეშვიდე დღე-  საწავლო გარემოს ორგანიზება
მერვე დღე-შეფასების სქემა/რუბრიკა
მეცხრე დღე- მოსწავლეთა შეფასების (ნიშნების წერის) სისტემა
მეათე დღე- სასწავლო პროექტის დაგეგმვა და აღწერა
მეთერთმეტე დღე- სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
მეთორმეტე  დღე -პორტფოლიო
მეცამეტე დღე- სამართლებრივი და ეთიკური ნორმები და ინფორმაციული ტექნოლოგიები


                                                             კომენტარი

ძალიან მრავლისმომცემი ტრენინგი იყო. რაც ვისწავლე სიახლე იყო ჩემთვის და სიხარულით ვეუფლებოდი.

 

  


                       მაკმილანის ტრენინგი ინგლისურ / ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის დასახელება:  მაკმილანის ტრენინგი ინგლისურ ენაში

ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია: English book in Georgia

ტრენერი: სილვია ანდერნოვიკსი

ტრენინგის ჩატარების ადგილი და დრო: ზუგდიდის  #1 საჯარო სკოლა.  2014 წლის 18 ივლისი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე-3 სთ, სულ 3სთ.

ტრენინგის მონაწილე მასწავლებელი: ლია კაპანაძე

ტრენინგის მიზანი:
სასარგებლო რჩევების მიცემა მასწავლებელთათვის ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საკლასო ოთახის მენეჯმენტი, დისციპლინა, ათი რჩევა ახალბედა მასწავლებელს, გაკვეთილის გეგმა

ტრენინგის ძირითადი საკითხები: საკლასო ოთახის მენეჯმენტი, დისციპლინა, ათი რჩევა ახალბედა მასწავლებელს, გაკვეთილის გეგმა, წინადედებების ტემპში გამოთქმა

რა ვისწავლე ამ ტრენინგზე?  გავეცანი ჩემი კოლეგების განსხვავებულ აზრებს ახალბედა მასწავლებლისთვის რჩევის მიცემის საკითხში, წინადედებების ტემპში გამოვთქვი

რას გამოვიყენებ პრაქტიკაში?  სასრგებლო რჩევებს ტემპთან დაკავშირებით





                                                             კომენტარი

ძალიან მომეწონა წინადადებების ტემპში გამოთქმა, ძალიან გავხალისდით მთელი აუდიტორია.
 











 
 



0 comments:

Post a Comment